პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ იმსჯელებს

   საქართველოს პარლამენტი მომავალ კვირას უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ იმსჯელებს. რეზოლუციის პროექტზე და დეტალებზე შეხვედრა უმრავლესობის წევრებს შორის უკვე გაიმართა. საბოლოო ტექსტი ამ დროისთვის მზადდება და მას მომავალ კვირას საშემოდგომო სესიის გახსნისთანავე კანონმდებლები განიხილავენ. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, უკრაინისთვის საქართველოს მხარდაჭერა აუცილებელია და იმედოვნებს, რომ პარლამენტი რეზოლუციის მიღებისას ერთსულოვანი იქნება.
„ვფიქრობ, უკრაინის მოვლენები, რუსეთის სამხედრო აგრესია დღეს ისეთ ფაზაშია შესული, რომ ამაზე საჭიროა მყისიერი და ადეკვატური რეაქცია, მათ შორის საქართველოს პარლამენტისა გამომდინარე იქიდან, რომ იქ მიმდინარე მოლენები, გარდა იმისა, რომ უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, თავიდან ბოლომდე ჩვენზე აისახება“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები