გიორგი ვარსიმაშვილის დოკუმენტური ფილმის – „სასტუმრო მეტალურგის“ მსოფლიოს პრემიერა შეფილდის კინოფესტივალზე გაიმართება
გიორგი ვარსიმაშვილის დოკუმენტური ფილმის – „სასტუმრო მეტალურგი“ მსოფლიოს პრემიერა შეფილდის კინოფესტივალზე გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალის მთავარ კონკურსში სულ 9 ფილმია წარმოდგენილი.
გიორგი ვარსიმაშვილის ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთიდან დევნილ რამდენიმე ოჯახზე, რომელიც მიტოვებულ სანატორიუმში ცხოვრობს. ფილმი შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და იგი საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია.
შეფილდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი 14-19 ივნისს გაიმართება.
იხ. ბმული:
https://sheffdocfest.com/film/hotel-metalurg?fbclid=IwAR23Hfxy3eB6EfPMSpJISOc7FGDA-zg_n_Qd2TAOKfmtTOV9b76nz8owKy8