სანდრო რაქვიაშვილი: ვიღაცამ ოპოზიციიდან დაუჭირა მხარი “ქოცების” კანდიდატს – კომედიაა
“გირჩის” წევრი, სანდრო რაქვიაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ვიღაცამ ოპოზიციიდან დაუჭირა მხარი ქოცების კანდიდატს. მერე ატყდა ყვირილი, დავტოვოთ დარბაზიო. ასე ვნახავთ, თუ ვინ გაქოცდაო (ფარული კენჭისყრა იყო) და ყველა (მინიმუმ 5 დეპუტატი), ვინც ,,ქოცებს,, დაუჭირა მხარი, დარბაზიდან გავიდა. თან მანამდე 3 კანდიდატის არჩევა მოასწრეს. ძალიან კომედიაა”, – წერს სანდრო რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა, კენჭისყრა შეჩერდა.