პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელა

პროფესიულ განათლებაში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული პროფესიული განათლების სამეცნიერო საბჭოს შეხვედრაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა და სფეროს ექსპერტებმა პროფესიული განათლების განვითარებისა და ხელშეწყობისათვის საკუთარი ხედვა წარადგინეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების საკითხს და პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის აუცილებლობას.

„ვისაუბრეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც კიდევ უფრო გაამარტივებს და ეფექტიანს გახდის პროფესიული კოლეჯების საქმიანობას. განვიხილეთ პროფესიული განათლების პოპულარიზების საკითხი და დავგეგმეთ ერთობლივი ღონისძიებები. ყურადღება გავამახვილეთ პროფესიული განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობაზე”, – განაცხადა პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები