კულტურის სამინისტრო პოეტსა და მთარგმნელს – რაულ ჩილაჩავას იუბილეს ულოცავს

კულტურის სამინისტრო პოეტსა და მთარგმნელს, რაულ ჩილაჩავას, იუბილეს ულოცავს.
რაულ ჩილაჩავა 1948 წელს ზუგდიდის რაიონ სოფელ ჭითაწყაროში დაიბადა. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1967 წელს მიავლინეს უკრაინული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. 1970 წლიდან ცხოვრობს კიევში. მუშაობდა უკრაინულ პრესაში ჟურნალისტად, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ლექტორად. უკრაინის ეროვნებებისა და მიგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილე, პარალელურად უკრაინის დედაქალაქის წამყვან უნივერსიტეტებში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას; კიევის კულტურისა და ხელოვნების წარმმართველ კადრთა სახელმწიფო აკადემიაში ხელმძღვანელობდა უკრაინული და მსოფლიო ლიტერატურის კათედრას, დავით გურამიშვილის სახელობის საქართველო-უკრაინის კულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ასოციაციას. 2005-2010 წწ. იყო უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში.
რაულ ჩილაჩავას დამსახურება არაერთი ჯილდოთი აღინიშნა, მათ შორის, მიღებული აქვს: გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, ალექსანდრე ჩაკის სახელობის პრემია, ციცერონის სახელობის საერთაშორისო პრიზი, ფრანც კაფკას სახელობის საერთაშორისო ოქროს მედალი; გახლავთ ღირსების ორდენის კავალერი; უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გულითადად ულოცავს დაბადების დღეს რაულ ჩილაჩავას, უსურვებს შემოქმედებით და დღეგრძელ ცხოვრებას”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები