ქართული კინოს მარათონი – „დიდი მწვანე ველის“ ჩვენება გაიმართება

15 მაისს, 17:00 საათზე,  საქართველოს კინოაკადემიის „ლურჯ დარბაზში”, ქართული კინოს მარათონის ფარგლებში, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის – „დიდი მწვანე ველის“ ჩვენება გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 15 მაისს, ქართული კინოს დღეს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თაოსნობით, ქართული კინოს მარათონი გაიმართება.
ფილმების ჩვენებები გაიმართება თბილისის 2 კინოთეატრსა და საქართველოს 16 ქალაქში.
„აღსანიშნავია, რომ კინომარათონს შემოუერთდნენ საქართველოს საელჩოები ნიდერლანდებში, ავსტრიაში, მალაიზიასა და ნორვეგიაში. შესაბამისად, 15 მაისს ქართული ფილმების ხილვის შესაძლებლობა მაყურებელს აღნიშნულ ქვეყნებშიც ექნება.
ქართული კინოს 115- წლიანი მრავალფეროვანი ისტორიიდან მარათონის პროგრამა მაყურებელმა ღია გამოკითხვის მეშვეობით, თავადვე შეარჩია.
მაყურებლის რჩეულ ფილმებს შორის არის მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი”.
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია, ხოლო პროგრამის მონაწილე ყველა ფილმი წარმოდგენილი იქნება ინგლისური სუბტიტრებით“, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები