ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ფოსტას შორის მემორანდუმი გაფორმდა

11 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ფოსტას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ფოსტა ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლებაში მიიღებს მონაწილეობს.„მაისის დიდი შეთანხმებები გრძელდება! ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფელს ახალი ბიბლიოთეკა ექნება. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ფოსტა / Georgian Post გახდა“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები