შვეიცარიაში ანნა ძიაპშიპას დოკუმენტური ფილმის – „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ მსოფლიოს პრემიერა გაიმართა
ანნა ძიაპშიპას დოკუმენტური ფილმის – „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ მსოფლიოს პრემიერა წარმატებით გაიმართა კინოფესტივალზე – Visions du Réel. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მას გადაეცა საუკეთესო საშუალომეტრაჟიანი ფილმის ჯილდო.
Visions du Réel დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ნიონში 1969 წლიდან იმართება.
ფილმის შთაგონების წყარო რეჟისორის ქართულ-აფხაზური ოჯახის ბიოგრაფია გახდა და უნიკალურ საარქივო მასალას მოიცავს.
„ავტოპორტრეტი ზღვარზე“ შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.