ალყაში მოქცეულ დონბასის ბატალიონში ქართველებიც არიან

     ალყაში მოქცეულ დონბასის ბატალიონში ორი ქართველია. აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელებით გავრცელდა.
არსებული ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე ქართველი იბრძვის. “დონბასის” ბატალიონის მეთაური სიმიონ სემენჩენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკში უკრაინელი სამხედროების კოლონა, რომელიც მოხალისეეებისგან შედგება, ტერორისტების ალყის გარღვევას შეეცადა, თუმცა, კვლავ ალყაში მოექცნენ. “ალყიდან გამოსვლისას ჩვენი მებრძოლები კვლავ ალყაში მოექცნენ”, – დაწერა ბატალიონ “დონბასის” მეთაურმა “ფეისბუქზე”.
მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები ამ დროისთვის ბრძოლებს აწარმოებენ სეპარატისტებთან და სასწრაფო დახმარება სჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები