თამარ ალადაშვილმა და ლაშა ინაურმა ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლატვიის სოფლის საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრის საბჭოს თავმჯდომარესთან, მარტიშ ციმერმანთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი – თამარ ალადაშვილი და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  – ლაშა ინაური ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლატვიის სოფლის საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრის საბჭოს თავმჯდომარეს, მარტიშ ციმერმანს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლატვიის მხარის წარმომადგენლებს ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოში ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განათლების ხელშეწყობისთვის ტარდება.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს. როგორც აღინიშნა, ლატვიის სოფლის საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრი ჩართულია ევროკავშირის ინიციატივებსა და პროექტებში. ლატვიის სოფლის საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრის მხრიდან ამ მიმართულებით საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები