მაია ომიაძე: “starring Georgia-ს” მსგავსი ახალი ინიციატივები და მსოფლიო კულტურულ რუკაზე მოხვედრა ჩვენ ქვეყანას მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს მოუყვანს

მსგავს ვარსკვლავურ ტურნეებს ისეთი მოგზაურები მოჰყვება ჩვენ ქვეყანაში, რომელთაც შესაძლოა საქართველოში ჩამოსვლის გეგმა არც ჰქონდათ,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძე Black Sea Arena-ს მასშტაბური კამპანიას – Starring Georgia შესახებ საუბრისას ბიზნესპოსტის ეთრში განაცხადა.

“მსგავს ვარსკვლავურ ტურნეებს ისეთი მოგზაურები მოჰყვება ჩვენ ქვეყანაში, რომელთაც შესაძლოა საქართველოში ჩამოსვლის გეგმა არც ჰქონდათ. შესაბამისად მსგავსი ახალი ინიციატივები, ღონისძიებები, მსოფლიო კულტურულ რუკაზე მოხვედრა ჩვენ ქვეყანას მოუყვანს მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში მოხვედრას არ გეგმავდა”,- აღნიშნა მაია ომიაძემ.

რაც შეეხება კალენდარს, მაია ომიაძის ინფორმაციით, რამდენიმე ღონისძიების ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

“რამდენიმე კონცერტის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და დროთა განმავლობაში კიდევ დაემატება. 10-მდე ღონისძიება არის დაგეგმილი და მათ უმასპინძლებს, როგორც შეკვეთილის “ბლექსი არენა”, ასევე სოციალური სივრცე რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზეა და თბილისი.
აღსანიშნავია, რომ ტურისტი, რომელიც “ივენთს” მოჰყვება, უფრო დიდხანს რჩება სამოგზაუროდ და კონცერტის ბილეთის გარდა ის ბევრად უფრო მეტ ფულს ხარჯავს”,- განაცხადა ომიაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – Starring Georgia იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.

ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები