1966 წლის 27 აპრილს, თბილისში, ღია ცის ქვეშ, ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა

1966 წლის 27 აპრილს, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით, თბილისში, ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა. ინფორმაციას მუზეუმის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
მუზეუმის დამაარსებელი, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია, ამ იდეის განხორციელებისათვის 1946 წლიდან ფართომასშტაბიან სამუშაოებს აწარმოებდა.
გიორგი ჩიტაიამ ეთნოგრაფთა და არქიტექტორთა რამდენიმე თაობა შემოიკრიბა.
1968 წელს მუზეუმის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი დამტკიცდა, რომლის ავტორი იყო: არქიტექტორი, პროფესორი ლონგინოზ სუმბაძე, კონსულტანტი – აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია.
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი დასრულებული სახით 1976 წლის 17 ივლისს გაიხსნა.
1986 წლიდან თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, მისი დამაარსებლის, გიორგი ჩიტაიას სახელს ატარებს.
„მადლობა ყველას, საქართველოს ყველა კუთხეს, თანადგომისთვის, მადლობა ჩემს ხალხს ასეთი მემკვიდრეობისთვის, მადლობა ყველა უსახელო ხუროსა და ოსტატს, რომელთა მარჯვენამ განადიდა საქართველო, შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურის საგანძური“, – გიორგი ჩიტაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები