ოთარ ჭილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

25 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ოთარ ჭილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილოლოგი, სიტყვიერების მასწავლებელი, პოეტი მაია ღლონტი ისაუბრებს ოთარ ჭილაძის შემოქმედებაზე, თემით: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან – ანუ იდუმალების სამი სარკმელი“.
საღამო იმართება ოთარ ჭილაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „აველუმის” მიერ.
საღამოზე გახმიანდება პოეტის ლექსები.
მის. ლადო გუდიაშვილის №7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები