„ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული ოთხი პროექტი გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის შედეგად დაფინანსდა სპექტაკლების დადგმა ქართველი ავტორების შემდეგი პიესების მიხედვით:
1.ალექსანდრე ქოქორაშვილის ,,სტაფილო ანუ მესამე კატეგორიის მკვლელობა”; განმახორციელებელი სსიპ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
2. ლალი როსებას „პრემიერა“; განმახორციელებელი სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
3. ილია ჭავჭავაძის „მაჭანკალი“; განმახორციელებელი სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
4. ირაკლი სამსონაძის „ყოფილების სარეცელი”; განმახორციელებელი სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
„კონკურსი მიმდინარე წელს პირველად გამოცხადდა. მისი ბიუჯეტი იყო 68 000 ლარი. სამინისტრომ ცხრა კონკურსანტის განაცხადი მიიღო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები