გია აბაშიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: იბადება შეკითხვა, რომელ წყაროებზე დაყრდნობით, ნაცკონგლომერატის?
ქართველი ოფიციალური პირების სანქცირებაზე აშშ-ის საელჩო განმარტავს, რომ ინფორმაციის შეგროვება ხდება სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, ღია წყაროებიდან, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.
„ქართველი ოფიციალური პირების სანქცირებაზე აშშ-ის საელჩო განმარტავს, რომ ინფორმაციის შეგროვება ხდება სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, ღია წყაროებიდან. „მივიღეთ სანდო ინფორმაცია, რომ მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით, რაც აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს“ – წერია განცხადებაში.
იბადება შეკითხვა, რომელ წყაროებზე დაყრდნობით, ნაცკონგლომერატის?“ – წერს აბაშიძე Facebook-ზე.