„სიყვარულით, ელლი“ – კატო ჯავახიშვილის წიგნის წარდგენა გაიმართება

4 აპრილს, 19:00 საათზე „მზიურის კაფეში“ გაიმართება ქართველი მწერლის, კატო ჯავახიშვილის საბავშვო წიგნის – „სიყვარულით, ელლი“ – წარდგენა.
„ყველაზე ჯადოსნური ამბები მაშინ ხდება, როცა ფიქრობ, რომ შენი არავის ესმის და ყველაფერი არც ისე კარგადაა. დედის გარდაცვალების შემდეგ ლილესაც ეგონა, რომ მისი არავის სჯეროდა, მასზე აღარავინ ზრუნავდა…
სწორედ ამ დროს გაჩნდა ლილეს ცხოვრებაში საოცარი გოგონა – ელლი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ელლის დახმარებით ლილემ ისეთი ადამიანები გაიცნო, რომლებმაც ასწავლეს, რომ ზოგჯერ უბრალოდ „თვალი უნდა აგეხილოს“, რათა დაინახო, რა საოცარია სამყარო, რამდენი უცნაური და მოულოდნელი ამბავი ხდება ირგვლივ… და კიდევ უამრავი რამ, რასაც ამ წიგნში თავად წაიკითხავ“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები