თამთა მეგრელიშვილი: ხომ ვამბობდით, რომ “სირცხვილია” არის ექსტრემისტული ძალადობრივი ორგანიზაცია? თავად ადასტურებენ

“საუკეთესოზე საუკეთესო პროცესებს ვადევნებთ თვალს – ყველაფერი ზედაპირზე ამოვიდა და ყველა გაიშიფრა! ხომ ვამბობდით, რომ “სირცხვილია” არის ექსტრემისტული ძალადობრივი ორგანიზაციაო? აგერ თავად ადასტურებენ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად „სირცხვილიას“ მიერ წამოწყებულ კამპანიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, “ამ ტერორისტების ყველა დამფინანსებლის ქვეშ ახლა მიწა უნდა იწვოდეს”.

„საუკეთესოზე საუკეთესო პროცესებს ვადევნებთ თვალს – ყველაფერი ზედაპირზე ამოვიდა და ყველა გაიშიფრა! ხომ ვამბობდით, რომ “სირცხვილია” არის ექსტრემისტული ძალადობრივი ორგანიზაციაო? აგერ თავად ადასტურებენ. არათუ ამართლებენ პოლიციელისათვის ცეცხლის წაკიდებას, არამედ მოლოტოვის კოქტეილი გამოიტანეს ლოგოდ… ამ ტერორისტების ყველა დამფინანსებლის ქვეშ ახლა მიწა უნდა იწვოდეს!!!“, – წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები