„უსართულო ამერიკა” – დავით ჩიხლაძის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

4 აპრილს, სამშაბათს, 18:30 საათზე, ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, დავით ჩიხლაძე ახალი წიგნით – „უსართულო ამერიკა” ბრუნდება
ორგანიზატორების ინფორმაციით, დავით ჩიხლაძის „უსართულო ამერიკა” ამერიკაზე მოთხრობილია ისეთი შთაბეჭდილებები, რომელთა გაცნობა მკითხველს ამ ქვეყანაზე წარმოდგენას კიდეც შეუქმნის და კიდეც შეუცვლის.
„გულწრფელი ინტერესი კი ის მოტივატორია, ავტორს მრავალსართულიან შენობათა ოთახებში, სართულთშორის სივრცეებში, სახურავებსა თუ სარდაფებში შესაღწევად და იქიდან ამბის გამოსატანად რომ უბიძგებს.
ამდენად, თქვენ წინაშე ერთგვარი თხრობითი კალეიდოსკოპია, გამოგონილს კი არა, ნამდვილ, უეჭველ ამბებს რომ ირეკლავს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 შეხვედრის მოდერატორი: შოთა იათაშვილი
მისამართი – მწერალთა სახლი, ივანე მაჩაბლის 13.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები