თამთა მეგრელიშვილი ნესტან ბაგაურზე: არ შეიძლება ჯიოევის გვარის მქონე ამილახვარს გვარს უწუნებდეს
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი გამომცემლობა „არტანუჯის“ თანამშრომლის, ნესტან ბაგაურის მიერ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვარის შესახებ გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ სტატუსს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ნესტან ბაგაური არის გამომცემლობა „არტანუჯის“ თანამშრომელი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი. ამ ქალბატონის რეალური გვარია ჯიოევი, 2006 წლამდე „არტანუჯის“ რედკოლეგიაში ის სწორედ ამ გვარით იძებნება. ამაში, დასაძრახი არაფერია. უბრალოდ, არ შეიძლება ჯიოევის გვარის მქონე ამილახვარს გვარს უწუნებდეს….“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, გამომცემლობა „არტანუჯის“ თანამშრომელმა, ნესტან ბაგაურმა სოციალურ ქსელში დაწერა: „აწი ალიმ-ახვარი იქნება ჩემი მინისტრი? გი-ხა-რო-დენ!!!!“.