დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, პროგრამა SHUTTLE-ის მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, პროგრამა SHUTTLE-ის მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

დასაქმების ფორუმის ინფორმაციით, პროგრამა SHUTTLE, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსთან ერთად, ოთხი თვის განმავლობაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა. პროგრამაში ჩართული იყო 22 მონაწილე, რომლებსაც აქტიურად უტარდებოდათ სხვადასხვა მიმართულების სემინარები და პროფესიული უნარების ამაღლების ტრენინგები.

„პროგრამის მსვლელობისას, 13 მონაწილე უკვე დასაქმდა. პროგრამა საპილოტეა და ამ ეტაპზე, მხოლოდ ორ რეგიონში მიმდინარეობს. თუმცა, სამომავლოდ, პროექტი შესაძლოა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც განხორციელდეს.

დღეს, პროგრამის მონაწილეებს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზურაბ მენთეშაშვილმა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

SHUTTLE დასაქმებისა და მეწარმეობის პროგრამაა, რომელიც საქართველოს ორ რეგიონში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია 𝐀𝐂𝐓𝐈𝐎𝐍 𝐀𝐆𝐀𝐈𝐍𝐒𝐓 𝐇𝐔𝐍𝐆𝐄𝐑-ის ინიციატივით, 2022 წლიდან ხორციელდება.

დასაქმების მსურველებს, სხვადასხვა სერვისისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება, ასევე, შეუძლიათ ზუგდიდის დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრში, სადაც კარიერის კონსულტანტები, ბენეფიციარებს, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები