მიხეილ დაუშვილი – მარგველაშვილზე: ამ ადამიანს თუ რამის გაკეთება უნდოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ძალაუფლება ხელში ჰქონდა
პარტია “საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები არასერიოზული ხდება.
“რასაც ვუყურებ, მისი განცხადებები სულ უფრო და უფრო არასერიოზული ხდება. ამ ადამიანს თუ რამის გაკეთება უნდოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ძალაუფლება ხელში ჰქონდა და მაშინ გაეკეთებინა და ახლა რომ გამოდის რაღაც გაურკვეველი ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით, ჩემთვის რთულია, სერიოზული შეფასება მივცე ამას”, – აღნიშნა დაუშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: “პოლიტიკოსებთან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, მაგალითად, ისევე, როგორც ვანო მერაბიშვილთან არ დავჯდები სასაუბროდ, ასევე არ დავჯდები გახარიასთან სასაუბროდ”.