ირაკლი ნადირაძე – მერაბიშვილზე: ის განცხადებები, რომლებიც მან გააკეთა, მხოლოდ მისი პირადი მოსაზრება იყო
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ის განცხადებები, რომლებიც ვანო მერაბიშვილმა გააკეთა, მხოლოდ მისი პირადი მოსაზრება იყო.
“მერაბიშვილი არის ამ პარტიის დამფუძნებელი, ამ პარტიის დიდი გულშემატკივარი. წლების განმავლობაში ეს ადამიანი იკავებდა საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს, ამიტომ, უცხო არ უნდა იყოს, რომ საერთაშორისო მედიებს აინტერესებთ მისი მოსაზრება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საკითხებზე. ეს რა თქმა უნდა იყო მისი პირადი მოსაზრება და პოზიცია, რომლის გაჟღერების უფლება მას, როგორც ყოფილ მაღალჩინოსანს და ამ პარტიის გულშემატკივარს აქვს. თუმცა არანაირი ჩარევა, არც შიდაპარტიულ არჩევნებში და არც ახლანდელი გადაწყვეტილებების მიღებაში მისი მხრიდან არ ხდება, იმიტომ რომ ეს ადამიანი, მე როგორც ვიცი, ქვეყანაშიც არ არის და შესაბამისად, ის განცხადებები, რომლებიც მან გააკეთა, მხოლოდ მისი პირადი მოსაზრება იყო”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ცნობისთვის, შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ რამდენიმე თვეში, ქუჩაში რეალური პროტესტი დაიწყება.