ოხანაშვილი – დეოლიგარქიზაციის კანონზე: მეორე მოსმენას დავუბრუნდებით, შინაარსობრივად დავაზუსტებთ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მივიღებთ

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის განხილვას მეორე მოსმენაზე დააბრუნებს და მას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღებს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, მესამე მოსმენიდან მეორეზე დაბრუნება შესაძლებელია. შესაბამისად, ჩვენ ამ მექანიზმს გამოვიყენებთ, მეორე მოსმენას დავუბრუნდებით, შინაარსობრივად დავაზუსტებთ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით მივიღებთ ამ კანონს“, – აცხადებს ოხანაშვილი.

პარლამენტმა ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონპროექტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა 14 მარტს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები