ხატია დეკანოიძე – ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე: არ ვიცოდი ამ აქციასთან დაკავშირებით – პროტესტის უფლება ყველას აქვს
“მე არ ვიცოდი ამ აქციასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ მისი პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული აქციის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პროტესტის უფლება ყველას აქვს.
“ყველა აქციას კი თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს და ეს სიმბოლური, პირველ ყოვლისა, არის ერთიანობა. ამიტომ, შეიძლება, 9 აპრილამდეც მოხდეს ეს პროტესტი, ახალგაზრდების, ადამიანების სხვადასხვა ჯგუფის. თარიღთან მიმართებით შეიძლება, არაერთგვაროვანი გრძნობები აღძრას, მაგრამ მთავარია, რომ პროტესტის უფლება აქვს ყველას”, – განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს საპროტესტო აქცია დააანონსა. ხაბეიშვილმა მმართველ გუნდს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდა.