თამთა მეგრელიშვილი: აქციაზე გამოჩნდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ზონდერები, მერაბიშვილის ხელის ბიჭები, თავიდან ბოლომდე „უკანონონი“ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, „მადა ჭამაში მოდის“

აქციაზე გამოჩნდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ზონდერები, მერაბიშვილის ხელის ბიჭები, თავიდან ბოლომდე “უკანონონი” და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. “მადა ჭამაში მოდის”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აქციის თავდაპირველი მიზნის შესრულების მიუხედავად, დესტრუქციულნი ისევ აქციაზე დგანან და ახალგაზრდების “ხელითა და ენით” არაკანონიერ მოთხოვნებს აყენებენ.

„ებრძოდნენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს თუ ებრძვიან სახელმწიფოს?!

პასუხი მარტივია – ებრძოდნენ და ებრძვიან ქართულ სამართლებრივ სახელმწიფოს.

აქციის თავდაპირველი მიზნის შესრულების მიუხედავად დესტრუქციულნი ისევ აქციაზე დგანან და ახალგაზრდების “ხელითა და ენით” არაკანონიერ მოთხოვნებს აყენებენ.

აქციაზე გამოჩნდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ზონდერები, მერაბიშვილის ხელის ბიჭები, თავიდან ბოლომდე “უკანონონი” და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. “მადა ჭამაში მოდის”…

“ქართული ოცნება” და “ხალხის ძალა” არ დაუშვებს ახალგაზრდებს აფარებული სისხლიანი ხელებით მოვაჭრეთა პოლიტიკურ სამართლიანობანას თამაშს.

გამოდით, ყველანი გიცანით, იგივენი ხართ რაც იყავით! დღეს, სამართლებრივ სახელმწიფოში წაგებული გაქვთ ქართველ ხალხთან!!!“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები