ირაკლი ლატარია: მწამებლები, კაცების გამაუპატიურებლები, ახლა ცდილობენ მოაჯდნენ ახალგაზრდების მუხტს და სათავისოდ გამოიყენონ

მაშინ, როდესაც ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდნენ.უბრალოდ შელაპარაკებისთვის 10 და 15 წელს  უსჯიდნენ….აი ეს გვაქვს გამოვლილი და ამ რეჟიმთან მომუშავე ადამიანები, მწამებელი რეჟიმის წევრები ახლა გამოდიან მიტინგზე სიტყვით და იქ მყოფი ხალხი მათ ტაშს უკრავს, – ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

„მაშინ, როდესაც ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდნენ… წამალს უდებდნენ… უბრალოდ შელაპარაკებისთვის 10 და 15 წელს  უსჯიდნენ და შემდეგ ამას არ კმაყოფილდებოდნენ და ციხეში აწამებდნენ… მაშინ, როდესაც ახალგაზრდები ჩურჩულით საუბრობდნენ და სადმე რომ დასხდებოდნენ, მობილურებს თიშავდნენ….. აი ეს გვაქვს გამოვლილი და ამ რეჟიმთან მომუშავე ადამიანები, მწამებელი რეჟიმის წევრები ახლა გამოდიან მიტინგზე სიტყვით და იქ მყოფი ხალხი მათ ტაშს უკრავს

მწამებლები, კაცების გამაუპატიურებლები, ახლა ცდილობენ მოაჯდნენ ახალგაზრდების მუხტს და სათავისოდ გამოიყენონ!!! დამაწყდა ნერვები“, – წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები