ნიკა მელია: მართალ ბრძოლაში მართალი ხალხი იმარჯვებს, ღირსებითა და სიმართლით

“გაიმარჯვა თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა თაობამ, რომელმაც უკან დაახევინა რუსულ რეჟიმს…უკან დაახევინა შეუპოვრობით, მიზნის ქონით და ამ მიზნის გარშემო ერთიანობით”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მართალ ბრძოლაში მართალი ხალხი იმარჯვებს.

“ახალმა თაობამ აჩვენა, რომ ეროვნული ინტერესი მათთვის არის უპირატესი ღირებულება, აჩვენა – რომ არ არსებობს პოლიტიკოსი ან პარტია რომელსაც ისინი გაჰყვებიან, რომლის მოწოდებასაც აჰყვებიან ან რომლის მოწოდებითაც დაიშლებიან…
აჩვენა, რომ კი არ დაიშლებიან, სხვაგან შეგროვდებიან, გადაჯგუფდებიან მობრუნდებიან – სანამ თავისას არ მიაღწევენ.
ყველა ვინც თავისუფლებისათვის იბრძოლა უნდა იყოს თავისუფალი და დახსნილი რეჟიმის ტყვეობიდან!
ვიყოთ ფხიზლად და ვიდგეთ ერთად გამარჯვების გაფორმებამდე. მათ ჩვენი ერთად დგომა აშინებთ, განსხვავებულთა ერთობა!
მიზანი – ევროინტეგრაციაა, მომავალმა თაობამ გააკეთა დიდი ნახტომი წინ და დაახევინა რეჟიმს უკან. ახლა უნდა გავუმაგროთ მათ ზურგი, რომ ეს წინსვლა გაგრძელდეს.
მართალ ბრძოლაში მართალი ხალხი იმარჯვებს, ღირსებითა და სიმართლით”, – წერს ნიკა მელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები