ირაკლი კობახიძე: როგორც მოგეხსენებათ, მმართველი პარტია ვერავის ვერც დაიჭერს და ვერც გაათავისუფლებს

 “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს,  რომ აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლება არ გათავისუფლების საკითხი მმართველი პარტიის პრეროგატივა არ არის.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი შესაბამისი უწყების საქმეა

“როგორც მოგეხსენებათ, მმართველი პარტია ვერავის ვერც დაიჭერს და ვერც გაათავისუფლებს. ეს არის შესაბამისი უწყების საქმე და უწყებები მოქმედებენ არა პოლიტიკური მოთხოვნების შესაბამისად, არამედ კანონების მიხედვით, ამიტომ ყველაფერი მოხდება კანონის გათვალისწინებით,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები