ირაკლი კობახიძე: შეიძლება, უკეთესად იყო შესაძლებელი იმ ყალბი კამპანიის გათვლა, რომელიც ამ კანონის გარშემო წარიმართა

“ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ კანონი, რომელიც იყო ინიცირებული და გამოვიხმეთ, შეესაბამებოდა ადამიანის უფლებების სტანდარტებს”, –  ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ხალხის ძალის” კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტის შესახებ ყალბი კამპანია წარიმართა.

“შეიძლება, უკეთესად იყო შესაძლებელი იმ ყალბი კამპანიის გათვლა, რომელიც ამ კანონის გარშემო წარიმართა. შეიძლება, ამ კუთხით ვისაუბროთ გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობაზე. რაც შეეხება კანონის შინაარსს, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს კანონი ეფუძნებოდა ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მომავალშიც მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ კანონი, რომელიც იყო ინიცირებული და გამოვიხმეთ, შეესაბამებოდა ადამიანის უფლებების სტანდარტებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები