ირაკლი კობახიძე: არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება

არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „ხალხის ძალის“ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„განვიხილეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მანამდე იყო მიღებული საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. მამუკა მდინარაძემ უკვე განმარტა ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, გუშინწინ იყო ძალადობრივი ფაქტები, იყო მაშინაც გარკვეული რისკები, თუმცა ეს რისკები შეიძლება გაზრდილიყო. ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის იქნებოდა ეს ახალგაზრდა თუ არაახალგაზრდა, ჯანმრთელობის ან სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. იყო ინფორმაციას, იყო კონკრეტული მოლოდინები გარკვეულ რისკებთან დაკავშირებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დილას იქნა გახმოვანებული“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები