ზახაროვა “უცხოური აგენტების შესახებ” საქართველოს კანონს გამოეხმაურა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ჟოზეფ ბორელის მიერ “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ჟოზეფ ბორელის თქმით, ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ცუდი მოვლენაა საქართველოსა და მისი ხალხისთვის.

ზახაროვას თქმით, „ახლა გასაგებია, რატომ არ არის ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრი შეერთებული შტატები, რომელშიც ეს კანონი 1938 წლიდან მოქმედებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები