გიორგი ტყემალაძემ ყიფშიძის N2-4-ში დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან ერთად, ყიფშიძის N2-4-ში დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოების პირველ ეტაპზე  დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟს განახორციელებენ. შემდეგ ეტაპზე კი 3500 კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე, დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა, რეაბილიტირდება სპორტული მოედანი და გამწვანდება სკვერი.

„ქალაქის ცენტრში თბილისელებს გართობისა და აქტიური დასვენების კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სივრცე ექნებათ. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა უმრავლესობა მიმართულია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, ყველა თაობის ინტერესებსა და საჭიროებებზე არის მორგებული“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

სკვერის რეაბილიტაცია ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები