იულიან ფოტა: რუმინეთი აკეთებს ყველაფერს, რათა როდესაც დრო მოვა, საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია საქართველოსთვის. ახლა ვფიქრობ, საქართველოზეა დამოკიდებული ყველაფერი, რათა შეასრულოს რეკომენდაციები და დაგვიმტკიცოს ყველას, რომ საქართველო არამარტო ევროპული ქვეყანაა, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ თანაბარია პოლიტიკური პროცესით და მართლმსაჯულების პროცესით, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, იულიან ფოტამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ევროპული ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვისაც და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც.

​„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად ნატოსთან და ევროკავშირთან. ამავდროულად, რუმინეთი აკეთებს ყველაფერს, რათა როდესაც დრო მოვა საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში.

გასულ წელს ზოგიერთი ქვეყანა ემხრობოდა მხოლოდ უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის და სტატუსის მინიჭებას. უკრაინა რა თქმა უნდა რუსული აგრესიის მსხვერპლია და როგორც დაზარალებული იმსახურებს ჩვენი მხრიდან დახმარებას და მხარდაჭერას, მაგრამ რუმინეთმა ამ დისკუსიის პირველი წუთებიდან თქვა, რომ მოლდოვას და საქართველოსაც ჰქონდათ წარსულში ომი რუსეთთან. ჩვენ ყველას გვახსოვს 2008 წლის ომი და რუმინეთი მხარს უჭერდა თავიდანვე თანაბრად საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის და სტატუსის მინიჭებას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია საქართველოსთვის“, – განაცხადა იულიან ფოტამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები