ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6196 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6272 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0076 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7791 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7751 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0040 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.