პაპუაშვილი: “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოში ზის რუსეთის მოქალაქე

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ზის რუსეთის მოქალაქე, რას მელაპარაკებით ახლა? კობა ნაყოფიაზე ვლაპარაკობ”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის მოქალაქის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ გაღებულ შემოწირულობაზე დაუსვა კითხვა.

„დღეს რომ კვლევები ტარდება, თუ საიდან იღებენ პარტიები დაფინანსებას, ასეთივე ინტერესი აქვთ მოქალაქეები იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც პარტიებზე უფრო დიდი ბიუჯეტი აქვთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მე დეტალები არ ვიცი. არის კანონით განსაზღვრული ჩარჩოები და ამ ჩარჩოებს მიჰყვება ყველა. რუსეთის მოქალაქე შეიძლება იყოს ქართველი ადამიანი, რომელსაც საქართველოსთან კავშირი აქვს. ეს ღია მონაცემებია და ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ არაფერი დასამალი ჩვენს პარტიას არ აქვს“, – თქვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები