“კარს ყოველთვის ღიად დავტოვებთ” – ლავროვი “3+3”-ის ფორმატში საქართველოს მონაწილეობაზე

ამიერკავკასიის შესახებ „3+3“ ფორმატში კონსულტაციების მონაწილეები საქართველოსთვის ღია კარს ტოვებენ, რომელიც ჯერ არ შეერთებია აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის მიერ დაწყებულ დისკუსიებს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბაქოში, რუსეთ-აზერბაიჯანის ექსპერტთა საბჭოს (RAES) მესამე შეხვედრაზე განაცხადა.

„ჯერჯერობით, ამ მექანიზმის მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა და ჩვენმა ქართველმა მეზობლებმა თავი შეიკავეს მონაწილეობისგან. მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ თბილისისთვის კარს ყოველთვის ღიად დავტოვებთ და ეს სრულად აქტუალურია, მეორე შეხვედრის მომზადების კონტექსტში“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები