„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა“ – პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა“ – ეს არის პროექტი, რომელიც 27 თებერვლიდან ამოქმედდა და რომელიც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობის და აგროტურისტული პოტენციალის განვითარების მხარდაჭერა, დასაქმების ხელშეწყობა, სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.

„პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ფიზიკურ პირებს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს) და მეწარმე იურიდიულ პირებს. პროექტის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ 15 000 ლარამდე დაფინანსება მოიპოვონ.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის განცხადებით, ლანჩხუთში დაიწყო ახალი პროგრამის განხორციელება, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტის პირადი სახსრებით და დონორის დახმარებით ადგილობრივი მცხოვრებლების მხარდაჭერას აგრარული და აგროტურისტული პროექტების საგრანტო კომპონენტით. „იმედი მაქვს ბევრი საინტერესო იდეა შემოვა“, –  განაცხადა ნინო წილოსანმა.

პროექტის პრეზენტაცია ლანჩხუთში შედგა, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლანჩხუთის მერის პირველ მოადგილესთან ეკა გუჯაბიძესთან და GIZ-ის წარმომადგენელთან აკაკი ხურციძესთან ერთად წარადგინა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები