ალუდა ღუდუშაური: უბრალოდ, აპროტესტებენ ყველას და ყველაფერს, რაც მათ ინტერესებში არ შედის
“არ მგონია, სიცხადის, გამჭვირვალობის შემოტანა იწვევდეს ამდაგვარი კამპანიის და აჟიოტაჟის ატეხის საფუძველს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებზე საუბრისას აღნიშნა.
როგორც ღუდუშაურმა “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, ყველაზე მთავარი ქვეყნის ინტერესია.
„სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმომედგინა, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ადამიანებს გაუჩნდებოდათ პროტესტის საფუძველი. დარწმუნებული ვარ, გამპროტესტებელთა უმეტესობას ნანახიც არ აქვთ, რაზეა საუბარი. მეტიც, უბრალოდ, აპროტესტებენ ყველას და ყველაფერს, რაც მათ ინტერესებში არ შედის. მაგრამ აქ მთავარი ის არ არის, ვის ინტერესში რა არის. აქ მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესი“, – განაცხადა ღუდუშაურმა.