მიხეილ სარჯველაძე: „ნაცმოძრაობაზე“ მეტად რუსული საქმის მკეთებელი ძალა, პრაქტიკულად, ამ ქვეყანას არ ჰყოლია

მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტად რუსული საქმის მკეთებელი ძალა ქვეყანას, პრაქტიკულად, არ ჰყოლია.

“პოლიტიკოსები, რომლებმაც იციან უკვე, რომ საუბარია ამერიკაში მოქმედი კანონის თარგმანზე, რომ ის გამოაცხადონ რუსულ კანონად, რამხელა უხერხულობაში ეხვევიან თავად და რას ამბობენ, ეს ვფიქრობ, ნათელია. მათთვის მნიშვნელოვანია არა დასავლური ღირებულებების ფუნდამენტის შექმნა საქართველოში, არამედ მნიშვნელოვანია, უბრალოდ, ასეთი იარლიყი ჰქონდეთ, რომ ვითომ პროდასავლურები არიან. სინამდვილეში, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტად რუსული საქმის მკეთებელი ძალა, პრაქტიკულად, ამ ქვეყანას არ ჰყოლია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები