ირაკლი კობახიძე: მედვედევის და „ნაცმოძრაობის“ განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა.

“კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე ნამდვილად არ ვეცნობი „რია ნოვოსტის“ სტატიებს. უბრალოდ, ეს ინტერესი არ მაქვს. რაც შეეხება მედვედევი თუ ამბობს იმას, მაგალითად, სააკაშვილმა დაიწყო ომი, შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში თავის დროზე ეს „ნაცმოძრაობამ“ თავის ხელით ჩაწერა. ანუ, ამ შემთხვევაში მედვედევისა და „ნაცმოძრაობის“ განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა. რატომ დაემთხვა მედვედევის განცხადება „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, ეს „ნაცმოძრაობის“ ჰკითხეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის აზრით, რუსეთის მიმართ დასავლური სამყაროს გაყინული და ცინიკური პოზიციისთვის ორი თარიღი გახდა ის ზღვარი, რომლის შედეგად უკან მობრუნებაა შეუძლებელი.

მათგან პირველი 2008 წლის, საქართველოს წინააღმდეგ ომი და მეორე, 2014 წელს ანექსირებულ ყირიმში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები