ირაკლი კობახიძე: სიტყვა-სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამასაც ეძახიან რუსულ კანონს, რეალურად ჩიხში არიან შესული

“სიტყვა-სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი და ამასაც ეძახიან რუსულ კანონს. რეალურად ჩიხში არიან შესული”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის ვინც “ხალხის ძალის” კანონპროექტს აკრიტიკებს ტყუილებს ამბობს.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ის ვარიანტი, რომელიც თავიდან დააინიცირა “ხალხის ძალამ” იყო ბევრად უფრო დახვეწილი ვერსია ვიდრე იყო ამერიკული. ახლა, როდესაც მეორე ვარიანტი, სუფთა ამერიკულის თარგმანი დაინიცირდა არიან ჩიხში შესული და ტყუილებს ლაპარაკობენ. რა უნდა თქვან, არის პირდაპირი ასლი ამერიკული კანონის, ვერაფერს ამბობენ და აქედან გამომდინარე იძულებული არიან მოიტყუონ. მეორე კანონპროექტმა ამხილა ეს ადამიანები სიცრუეში იქამდე იტყუებოდნენ, რომ ქართული კანონი იყო რუსული, რაც იყო ჩვეულებრივი ტყუილი. ვინც ამას ამბობდა და ამბობს ჩვეულებრივად იტყუება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები