გიორგი ამილახვარი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგია – ოპოზიცია დამაზიანებელ საქმეს აგრძელებს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი, თარგმანი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია არაფრისგან “ფეიქ ნიუსს” ქმნის და დამაზიანებელ საქმეს აგრძელებს.
„ოპოზიციის განცხადებები არის მათი კიდევ ერთი ლუსტრაცია, თუ როგორ ქმნიან არაფრისგან ფეიქნიუსს და ცდილობენ საზოგადოების მოწამვლას. როგორც ჩანს, მათ კანონპროექტის შინაარსში საერთოდ არ ჩაუხედავთ, რადგან ეს კანონპროექტი არის ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი, თარგმანი. შესაბამისად, რომელ რუსულ ვერსიაზე საუბრობენ, როცა გადმოტანილია ამერიკული ვერსია. ეს არის მათი ორმაგი სახე, როცა, ერთი მხრივ, არიან არაკომპეტენტურები და, მეორე მხრივ, აგრძელებენ პროპაგანდისტურ, დამაზიანებელ საქმეს“, – განაცხადა ამილახვარმა.