ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორისაც გაჩნდა უკვე პირველი ბზარი, ამაზე გვაქვს ინფორმაცია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირებაა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობაში” გავლენებისთვის ბრძოლა გრძელდება.

„იქაც პირველი ბზარი უკვე გაჩნდა. ვიცით, რომ ხაბეიშვილი არის ფორმალური თავმჯდომარე და კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ პროცესებს – კეზერაშვილი საზღვარგარეთიდან და მერაბიშვილი ქვეყნის შიგნით. მათ შორისაც გაჩნდა უკვე პირველი ბზარი. ამაზე გვაქვს ინფორმაცია, ანუ მერაბიშვილსაც უნდა უფრო მეტად მოძლიერდეს. ეს პატარ-პატარა დაპირისპირებები არის ამ ყველაფრის გამოვლინება. კიდევ უფრო დაიშლებიან, ამ გავლენისთვის ბრძოლაში ერთმანეთის დაჭმას ეცდებიან“, – აცხადებს კობახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები