აშშ-ის საელჩო: სენატორები შაჰინი და დურბინი აფასებენ პრეზიდენტ ზურაბიშვილის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

“სენატორები შაჰინი და დურბინი აფასებენ პრეზიდენტ ზურაბიშვილის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მის ერთგულებას ქართული დემოკრატიის განვითარებისადმი”,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, არიან კონგრესმენები და სენატორები, რომლებმაც საქართველოს საკითხების წინ წამოწევას მთელი ცხოვრება მიუძღვნეს.

“როდესაც საქმე ეხება საქართველოს, შეერთებული შტატების დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები ერთიანნი არიან თქვენი ქვეყნის მხარდაჭერაში. ჩვენ გვყავს კონგრესმენები და სენატორები, რომლებმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს საქართველოს საკითხების წინ წამოწევას, იმ მრავალფეროვანი დახმარებითა და პარტნიორობით, რომელიც საქართველოს განვითარებაზეა მიმართული. სენატორები შაჰინი და დურბინი აფასებენ პრეზიდენტ ზურაბიშვილის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მის ერთგულებას ქართული დემოკრატიის განვითარებისადმი”,- ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები