სიმართლე ომზე – 1 წელი უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან
„N STUDIA“ -ს ორგანიზებითა და უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, 21-24 თებერვალს წარმოგიდგენთ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო ღონისძიებებს.
გამორჩეულ ივენთზე გელით – დოკუმენტური ფილმები, პლაკატების გამოფენა, წიგნების პრეზენტაცია, ხელნაკეთი ნივთები, საქველმოქმედო აქცია.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება უკრაინელი რეჟისორების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმები, უმძიმესი – მაგრამ რეალური სახე რუსეთის აგრესიის.
როგორ იცვლება ფასეულობები ბომბების წვიმის ქვეშ, როგორ უსწორებ სიკვდილს თვალს და თან ცდილობ, დარჩე ადამიანად. მიუხედავად ომისა, არ გავიწყდება ხელოვნება და ქმნი პლაკატებს, არ გავიწყდება ცხოველები და მათ გადასარჩენად საკუთარ ცხოვრებას სწირავ. ომი გადმოტანილი წიგნის ფურცლებზე და ბოლოს უკრაინის პრეზიდენტის ავტორობით გამოცემული პირველი წიგნის ქართულად თარგმანის პრეზენტაცია.
ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება ოთხი დღის განმავლობაში ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ღონისძიების ფარგლებში შეგროვებული თანხა გადაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში.
შემოგვიერთდით!!! ერთად დავუჭიროთ მხარი დაუჭიროთ უკრაინას !!!
21 თებერვალი
18:00 – გამოფენა: ანტისაომარი თემატიკის პლაკატები უკრაინიდან.
19:00 – დოკ.ფილმი “როგორ გადარჩე, როცა გკლავენ” (უკრაინა).
https://youtu.be/evvVd12Bewk
22 თებერვალი
18:00 – დოკ.ფილმი “მარიუპოლი – არდაკარგული იმედი (უკრაინა).
https://youtu.be/Ts_8K8VuF5o
19:00 – უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წიგნის პრეზენტაცია “გზავნილი
უკრაინიდან”. გამომცემლობა “ინტელექტი”.
23 თებერვალი
18:00 – წიგნის პრეზენტაცია: ბექა ქურხული “უკრაინული დღეები”, გამომცემლობა “ინტელექტი”.
19:00 – დოკ.ფილმი “დაკარგული სახლი” (უკრაინა). https://youtu.be/fxPB-6uS0Q8
20:00 – დოკ.ფილმი “9 სიცოცხლე” (უკრაინა). https://youtu.be/z_MIH5NI4tM
24 თებერვალი
16:00 – მხატვრული ფილმი “შედრიკი” (უკრაინა).https://youtu.be/-347G5rg_XI
დასწრება თავისუფალია.
ღონისძიების ფარგლებში შეგროვდება თანხა უკრაინელთა მხარდასაჭერად.
კინო ჩვენებები იქნება უკრაინულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 595474477, nstudian@gmail.com