გიული ალასანია – სააკაშვილზე: კიდევ ერთი კილო დაიკლო, კარგს ვერაფერს გეტყვით – აქცია კარგია, მაგრამ ალბათ დღე კარგად არ არის შერჩეული, ორშაბათია, თან სამუშაო საათებია

პატიმარი მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი წონაში ისევ იკლებს.

გიული ალასანია სააკაშვილის მხარდასაჭერად დღეს დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა.

“მდგომარეობა მძიმეა, ერთი კილო კიდევ დავიკელიო, დღეს აუწონიათ. გულიც ბოლოს და ბოლოს კუნთია, მეტი ხომ არაფერი. დინამიკა ასეთია. რა ვიცი რა გითხრათ, კარგს ვერაფერს გეტყვით.

აქციას რაც შეეხება – კარგია, მაგრამ ალბათ დღე კარგად არ არის შერჩეული, ორშაბათია, თან სამუშაო საათებია. მაგრამ ვნახოთ, კარგია თავისთავად”, – აღნიშნა ალასანიამ.

“ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციას დღეს თბილისსა და ბათუმში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები