გია ცაგარეიშვილი – სააკაშვილზე: საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რამდენადაა ის რთულ მდგომარეობაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ კადრი ვრცელდება, იქ ეს ადამიანი დავრდომილია და ვერ გადაადგილდება, ხოლო როდესაც პენიტენციური სამსახურის მიერ ვრცელდება კადრები, იგი პალატაში მშვენივრად დადის და, შესაბამისად, იკვებება. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რამდენადაა იგი რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები