ჩემდა სამწუხაროდ, სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა, პარტიამ შეძლო და კანდიდატის სტატუსი გადააჯაჭვა მისი გათავისუფლების საკითხს, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცესპიკერი, “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ევროპარლამენტში ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.
„ჩემდა სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა, მისმა პარტიამ შეძლო ის, რომ კანდიდატის სტატუსი გადააჯაჭვა მისი გათავისუფლების საკითხს. ეს არის მოცემულობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ამას სჭირდება ადეკვატური რეაგირება. ამას მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მოკიდება სჭირდება“, – განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია გუშინ მიიღო.