გიორგი ამილახვარი: ევროპარლამენტში ყოვლად დაუსაბუთებელი რეზოლუცია მიიღეს

“ევროპარლამენტში ყოვლად დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო, მტკიცებულებებზე დაუყრდნობელი რეზოლუცია მიიღეს”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ინტერესი იკვეთება.

„ერთი მხრივ, არის ევროკომისია, რომელიც უმაღლეს შეფასებას აძლევს საქართველოს როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან მიმართებით და, პრაქტიკულად, ყველა პუნქტით წინ ვართ. მეორე მხრივ, ვხედავთ, ევროკავშირის მეორე ინსტიტუციას, ევროპარლამენტს, სადაც მიიღეს ყოვლად დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო, მტკიცებულებებზე დაუყრდნობელი რეზოლუცია. სწორედ ამ ორი ინსტიტუციის შეფასების დროს პირდაპირ იკვეთება, რომ არის პოლიტიკური ინტერესი. ამას იყენებენ საფუძვლად და საბაბად ის ძალები, ვისაც საქართველოს ომში ჩართვა უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი როგორმე პოლიტიკაში დააბრუნონ“, – აღნიშნა ამილახვარმა.

ცნობისთვის, რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მიცემისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები