ლინკოლნ მიტჩელი: დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში სასოწარკვეთილად ცდილობდა, არ შეემჩნია სააკაშვილის რეჟიმის გადამეტებები და დანაშაულები

ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ლინკოლნ მიტჩელი Twitter-ზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

„დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში სასოწარკვეთილად ცდილობდა, არ შეემჩნია სააკაშვილის რეჟიმის გადამეტებები და დანაშაულები. ბევრმა დასავლელმა ლიდერმა იმის ნაცვლად, რომ დაესვა კითხვა – როგორ დაუშვეს შეცდომა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, გადაწყვიტეს, რომ უფრო ადვილია იფიქრონ, თითქოს, მიშა დიდი დემოკრატი იყო“, – წერს მიტჩელი.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები